2021 წლისთვის Intercontinental Hotel Group-ის სასტუმროების 843 ათას სასტუმრო ნომერში ერთჯერად შაპუნებს და საშხაპე გელს ბოთლის შამპუნითა და საშხაპე გელით ჩაანაცვლებენ, რომლის გამოყენებაც მრავალჯერადად იქნება შესაძლებელი. ეს იქნება კომპანიის წვლილი გარემოს ზიანის მიყენების მინიმალიზებისკენ გადადგმული. IHG-ი იქნება პირველი საერთაშორისო სასტუმროთა ქსელი, რომელიც სააბაზანოში პლასტმასის ჭურჭელზე იტყვის უარს.

IHG-ის აღმასრულებელი დირექტორის ქეით ბარის თქმით, მთელ მსოფლიოში 5,6 ათასი სასტუმროს ერთჯერადი შეფუთვაზე გადასვლა მნიშვნელოვნად შეამცირებს არაორგანული ნარჩენების რაოდენობას.

მიმდინარე წლის ბოლოსთვის კომპანია უარს იტყვის ასევე, კოქტეილისა და წვენების საწრუპების გამოყენებაზეც.