მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრმა და საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა გაითვალისწინეს ჩვენი და კერძო სექტორის პოზიციები, – წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.
“მწვანე პასპორტების ამოქმედების თაობაზე, გასულ კვირას, გვქონდა აქტიური შეხვედრები კერძო სექტორთან. მათგან მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭოზე დავაყენეთ ტურიზმის სექტორისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.
მოხარული ვარ, რომ პრემიერ მინისტრმა და საბჭოს წევრებმა გაითვალისწინეს ჩვენი და კერძო სექტორის პოზიციები. შედეგად, 1 დეკემბრიდან:
იხსნება საათობრივი შეზღუდვა სარესტორნო მომსახურებაზე
საახალწლო ღონისძიებების ჩატარების უფლება მიეცემათ სასტუმრო და სარესტორნო ობიექტებს, შესაბამისი რეგულაციით (ზამთრის ტურისტული სეზონის ხელშეწყობისთვის და სტუმრების უსაფრთხოდ მასპინძლობისთვის)”, აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.