უზუნგოლის ტბა, იგივე გრძელი ტბა თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონის სამხრეთით, ჩაიკარას რაიონში, პონტოს ულამაზეს მთებში მდებარეობს. უზუნგოლი ასევე ჰქვია სოფელს, რომელიც ტბასთან ახლოს მდებარეობს.
გაზაფხულია, ნელ-ნელა აქტიურდება უზუნგოლი ტურისტებში. გაზაფხულსა და ზაფხულში თქითქმის თითქოს ოქროფრად იღებება ხოლმე და საოცარი ფერი დაჰკრავს ტბას ირგვლივ.
წლებია ეს ულამაზესი ტბა, სოფელი და მიმდებარე ხეობა დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში, რომლებიც ყოველ სეზონზე ჩამოდიან და ათვალიერებენ აქაურობას. იგი მდებარეობს ტრაპიზონიდან 99 კმ-ის, ხოლო ჩაიკარას რაიონული ცენტრიდან 19 კმ-ის მოშორებით. უზუნგოლის წყლის დონე და ფართობი სეზონისა და წლის მიხედვით მერყეობს და მისი წყალი მტკნარია. ეს ტერიტორია ყველაზე მეტად ცნობილია თავისი ბუნებით.
საგულისხმოა, რომ ტბის გარშემო მოწყობილია საკურორტო ზონა,სადაც განლაგებულია სასტუმროები, კაფეები, მაღაზიები და უამრავი გასართობი ცენტრი. აქ ვიზიტორებს შეუძლიათ საოცარი დრო გაატარონ საყვარელ ადამიანებთან ერთად. სოფელში ასევე ბოლო წლებია გაუმჯობესდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაც.
უზუნგოლის ტერიტორია გამოირჩევა განსხვავებული სილამაზით, ულამაზესი ლანდშაფტით, სადაც ტბას გარშემო აკრავს თეთრად დათოვლილი ტყის მასივი. ეს კი, მნახველებისთვის ქმნის საოცარ ხედსა და ზღაპრულ გარემოს. უზუნგოლი დასვენებისთვის იდეალური ადგილია, რათა მოწყდეთ ყოველდღიურ, დამღლელ, ქაოსურ ქალაქს, განიტვირთოთ შედარებით უცხო გარემოში და თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად შეიქმნათ უბედნიერესი წუთები. საბოლოოდ, შემოდგომაზე აუცილებლად უნდა მოინახულოთ უზუნგოლი, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ და საშუალებას მოგცემთ მაქსიმალურად განიტვირთოთ.