თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაბალბიუჯეტურმა ჰოლანდიურმა ავიაკომპანია Transavia-მ   დაიწყო ოპერირება. ნიდერლანდების სამეფოს ავიახაზებმა ამსტერდამითბილისიმიმართულებით პირველი ფრენა შეასრულა,თბილისში 187 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო ამსტერდამში 185 გაემგზავრა.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისი მიმართულებით რეისებს კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშბათსა და შაბათს, Boeing 737-8 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რმელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გენერალური მენეჯერი – თეა ზაქარაძე, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში – მელინე არაკელიანი, Transavia-საღმასრულებელი დირექტორი მარსელ დე ნოიერი და საქართველოს საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Transavia ნიდერლანდების სამეფოს ნომერ პირველი ბიუჯეტური და სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავია. Air France – KLM ჯგუფის წევრი ავიაკომპანია, 50 წელია ნიდერლანდებიდან 20 -ზე მეტი ქვეყნის 100 – ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს და ყოველწლიურად 9 მილიონი მგზავრი გადაჰყავს.

Transaviaს 7 ბაზა აქვს. ავიაკომპანიის ხომალდები ბაზირებულია ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის აეროპორტებში.