მოგზაურები ავიაბილეთის დაჯავშნისას უპირატესობას ანიჭებენ ხარისხს და არა ფასს. აღნიშნულ დასკვნამდე კომპანია Travelport-ის წარმომადგენლები Global Digital Traveler Research 2019-ის შედგენისას მივიდნენ. გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 23 ათასმა ადამიანმა მიიღო, 20 ქვეყნიდან.

Travelport-ის მონაცემებით, მგზავრების 86%-ი უპირატესობას ავიაკომპანიის მომსახურეობის ხარისხს ანიჭებს

კვლევებმა აჩვენა ისიც, რომ მგზავრები ბილეთების შეძენისას ბევრ საძიებო სისტემას მიმართავენ და მათთვის ხელსაყრელ ბილეთს ამ გზით პოულობენ. გამოკითხული მგზავრების 42%-ი ბილეთის შეძენისას უპირატესობას, ერთმნიშვნელოვნად TripAdvisor-ს ანიჭებს, მგზავრთა 38%-ი ფასების შედარებას Kayak.com-თან ახდენს. ხოლო 36%- რეკომენდაციებსა და გამოხმაურებებს Kiwi.com-ის პლატფორმაზე კითხულობს. მგზავრთა 31%-ი ბილეთის შეძენისას ტურისტული სააგენტოების მომსახურებას იყენებს.