კომპანია Guestline-მ, რომელიც სასტუმროების ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე მუშაობს, ინტეგრაციული პროექტი შექმნეს, რომელიც 2034 წლიდან უნდა ამოქმედდეს. პროცესში ჩართულნი არიან ცნობილი ოტელიერები და ხელოვნური ინტელექტის (AI) ექსპერტები.

პროექტის ერთ-ერთი მონაწილის, Pragma Consulting-ის სტრატეგიული დირექტორის რალფ ფერნანდოს განმარტებით, მომავლის სასტუმროებში, ლობიში სტუმრებს დიდი ეკრანი დახვდებათ, რომელიც მათ სახელით მიესალმება და სტუმარი ეკრანთან Wi-Fi-ს მეშვეობით იქნება დაკავშირებული და ამ ფორმით მოხდება ინფორმაციების გაცვლა.

პროექტის ფარგლებში სტუმარი, სახის სკანირების საფუძველზე ავტომატურად განახორციელებს Check In-ს და ვირტუალურ გასაღებს ტელეფონის მეშვეობით მიიღებს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კომპანიებს და მათ შორის სასტუმროებს ადამიანური რესურსის AI-ის ჩანაცვლება არ გაუჭირდებათ, ვინაიდან მათ თანამშრომლებს AI, Bott-ი ან ხმოვანი რეგისტრაცია (voice control) შეცვლის.

ფერნანდოს განმარტებითვე, სასტუმრო ნომერში კომფორტისა და ხმაურის  დონე, ჰაერის ტემპერატურა – ეს ყველაფერი სტუმრის მიერ მობილური ტელეფონის მეშვეობით გაკონტროლდება. სტუმარი თავად შეძლებს აირჩიოს, თუ როგორი არომატი სურს საკუთარ ნომერში და ის ამ სერვისს ტელეფონითვე “გამოიძახებს”.