ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დადებითად შეაფასა ამერიკული ტურისტული კომპანიის MIR Corporation -ისა და National Geographic-ის ერთობლივი პროექტი, რომელიც საქართველოში ინგლისურენოვანი ქვეყნებიდან ტურისტების ჩამოყვანისა და მათთვის სპეციალური ტურისტული სერვისების შეთავაზებას ითვალისწინებს.
“ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, ამ დღეებში, როდესაც საქართველოში ტურიზმი დადგა გამოწვევის წინაშე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, კანადა, ახალი ზელანდია და სხვა, საიდანაც ტურისტრების ნაკადების შეიძლება მეტი იყოს და პოტენციალი დიდია, სწორედ National Geographic-ის ეგიდით მოხდება მათი შემოყვანა და ჩვენ მათ სიამოვნებით ვუმასპინძლებთ,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მთავარი სლაიდერზე მნიშვნელოვანია, რომ National Geographic-თან თანამშრომლობით მოხდება ტურისტების შემოყვანა ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ,...