უკრაინულმა “ლოუკოსტერმა” SkyUp Airlines-მა გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მხარი დაუჭიროს და რუსეთის მიერ დაწესებული “ტურისტული ემბარგოს” დაძლევაში დაეხმაროს. ავიაკომპანიის გადაწყვეტილებით, კიევიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებებზე SkyUp Airlines-ი მგზავრებს ავიაბილეთებს სპეციალური ტარიფით შესთავაზებს და ზამთრის სანავიგაციო პერიოდში ბილეთის ფასი კიევი-ბათუმის მიმართულებაზე  1300 გრივნადან (ერთი გზა) იქნება. სპეციალური ტარიფების SkyUp Airlines-ის მიერ კიევიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებებზე 2019 წლის 3 ნოემბრიდან 2020 წლის 26 მარტამდე დაგეგმილ რეისებზე გავრცელდება.

რაც შეეხება კიევი-თბილისის რეისებს, ავიაბილეთის ღირებულება 1500 გრივნადან (ერთი გზა) იქნება და სპეციალური ტარიფი 2019 წლის 27 ოქტომბრიდან 2020 წლის 28 მარტამდე დაგეგმილ რეისებზე გავრცელდება. 

აღსანიშნავია, რომ SkyUp Airlines-ი​ მგზავრებს ეკონომკლასზე სამი სახის ტარიფის ბილეთს სთავაზობს, ესენია Basic-იStandard-ი და Flex-ი.

სატარიფო სქემა Basic-ი მოიცავს მხოლოდ  7 კგ ხელბარგს და არ ხდება ავიაბილეთის დაბრუნება, ან გადაცვლა.

Standard-ი აერთიანებს 7 კგ ხელბარგსა და 23 კგ ჩასაბარებელ ბარგს. ბილეთის გადაცვლა ხდება ჯარიმის გადახდის საფუძველზე.

რაც შეეხება სატარიფო სქემა Flex-ს, ის  მოიცავს Standard-ის ყველა პირობას, პლუს ბილეთის დაბრუნება ჯარიმის სანაცვლოდ.

SkyUp Airlines-ის ავიაპარკი რამდენიმე კვირის წინ კიდევ ერთი საჰაერო ხომალდით შეივსო. არსებული გეგმის მიხედვით კი 2019 წლის ბოლომდე SkyUp Airlines-ის ავიაპარკი 10 საჰაერო ხომალდით იქნება წარმოდგენილი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ SkyUp Airlines-ის ბორტზე ქართული ღვინო უკვე იყიდება. SkyUp Airlines-მა საბორტო მენიუ 7 სახეობის მენიუს აერთიანებს. ერთ-ერთ მენიუს წარმოადგენს Wine Sky box-ი, რომელის კონტეინერშიც ქართული ღვინის წარმოებული კომპანია “თელიანი ველის” პროდუქციაა განთავსებული. შეგახსენებთ, რომ უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი 2016 წელს დაფუძნდა და ფრენების განხორციელება 2018 წლის მაისიდან ევროპის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით დაიწყო. საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიამ ოპერირება 2018 წლის ზაფხულში, ჩარტერული რეისებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყო, მოგვიანებით კი რეგულარული რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც დაამატა.