თურქეთის თავდაცვის მრეწველობის თავჯდომარემ ისმაილ დემირმა განაცხადა, რომ ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავის, MMU-ს შემდეგ, რეაქტიული საწვრთნელი და მსუბუქი თავდასხმის თვითმფრინავი Hürjet-იც გამოჩნდა ასაფრენ ბილიკზე.

თურქეთის ავიაციისა და კოსმოსური მრეწველობის (TUSAŞ) მხრიდან განხორციელებულ ბოლო პროექტთან დაკავშრებით სოციალური ქსელის მეშვეობით, ისმაილ დემირმა გზავნილი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ეროვნული წარმოების რეაქტიული საწვრთნელი და მსუბუქი თავდასხმის თვითმფრინავი Hürjet-ი ასაფრენ ბილიკზე გამოჩნდა. იგი მოუთმენლად ელის ცის სიმაღლეზე აფრენას. ყველას დიდი მადლობა ვინც ამაში წვლილი შეიტანა. ეს სიამაყე ყველა ჩვენგანისაა.”