Lufthansa Group-მა ახალი შვილობილი კომპანიის შექმნის შესახებ განაცხადა. ახალი ავიაკომპანიის სახელწოდება იქნება City Airlines-ი და ის დაფუძნებული იქნება მიუნხენის აეროპორტში. ავიაკომპანია ოპერირებას 2023 წლის შუა რიცხვებიდან, Airbus A319 თვითმფრინავის მიღების შემდეგ დაიწყებს, რომელიც Lufthansa-დან გადაეცემა. City Airlines-ი ყურადღებას გაამახვილებს ევროპის მასშტაბით მოკლე და საშუალო მაგისტრალურ მარშრუტებზე.

საინტერესოა, რომ Lufthansa Group-მა თავდაპირველად მეორე შვილობილი (Lufthansa CityLine-ის შემდეგ) რეგიონული ავიაკომპანიის შექმნის დაგეგმვა 2022 წლის მაისში დაიწყო. ავიაკომპანია, კოდური სახელწოდებით CityLine 2 ან Newcont, დაფუძნებული უნდა ყოფილიყო ფრანკფურტში. მაგრამ ოქტომბერში პროექტი შეჩერდა Lufthansa-ს პილოტებთან შეთანხმების გამო, რომელიც ძალაში იყო 2023 წლის 30 ივნისამდე (ე.წ. “ყოვლისმომცველი მშვიდობის ვალდებულება”). ამ შეთანხმების ნაწილი იყო სწორედ ახალი ავიაკომპანიის გახსნის გეგმის შეწყვეტა, რომელიც უზრუნველყოფს „Lufthansa Cityline-ის მსგავსი შიდა და ევროპული მიწოდების სერვისებს ფრანკფურტისა და მიუნხენის ჰაბებისთვის“.

City Airlines-ი ოფიციალურად ეძებს თანამშრომლებს 2023 წლის ზაფხულიდან, რადგანაც ამ პერიოდისთვის “ყოვლისმომცველი მშვიდობის ვალდებულება” იწურება. ბორტგამცილებელთა კავშირის Ufo-ს ცნობით, Lufthansa უკვე ეძებს ახალი გადამზიდავისთვის ბორტგამცილებლებს.

City Airlines ეს არის Lufthansa Group-ის პოლიტიკა, შეამციროს თავისი ხარჯები შვილობილი კომპანიების შექმნით, რომლებსაც აქვთ საკუთარი საჰაერო ოპერატორის სერტიფიკატი, ეკიპაჟები და საკუთარი ანაზღაურების სისტემა, LH Group-გან განცალკევებული.