ამერიკელი მგზავრი, რომელიც თვითმფრინავში ცოცხალი ალიგატორის აყვანას ცდილობდა, მიუნხენის აეროპორტში მებაჟეებმა დააკავეს. ამის შესახებ Business Insider-ი იუწყება.

იშვიათი თეთრი ფერის ალიგატორი აეროპორტის თანამშრომლებმა ბარგის სკანირებისას შენიშნეს. მათ სასწრაფოდ გამოიძახეს ვეტერინარები ქვეწარმავლის მდგომარეობის შესაფასებლად. ალბინოსი ალიგატორი მჭიდროდ იყო შეფუთული. კონტრაბანდისტი აშშ-ს მოქალაქე იყო, რომელიც სინგაპურისკენ მიემგზავრებოდა. მას საშუალება მისცეს გირაოს გადახდის შემდეგ გზა გაეგრძელებინა. მამაკაცის წინააღმდეგ, გერმანიის კანონმდებლობით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

როგორც ვეტერინარმა დაადგინა, ნიანგის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, ქვეწარმავლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ მას გადაუდებელი მკურნალობა დაუნიშნეს. ვარაუდობენ, რომ ამერიკელი კონტრაბანდისტი ცხოველს შავ ბაზარზე გასაყიდად ამზადებდა. საბაჟოს წარმომადგენლების თქმით, ალბინოსი ალიგატორების ფასი შესაძლოა 1,4 მილიონ დოლარამდეც კი იყოს.