მერსინის „ჩუკუროვას“ აეროპორტი რეისების მიღებას 2023 წლის თებერვლიდან დაიწყებს. როგორც თურქული მედია წერს, მომავალი წლის დასაწყისში აეროპორტის გახსნამდე იგეგმება მასთან მისასვლელი გზების მშენებლობის დასრულებაც, ხოლო 1-2 წელიწადში „ჩუკუროვამდე“ მისვლა ჩქაროსნული მატარებლითაც იქნება შესაძლებელი.

როგორც Travel media წერს, „ჩუკუროვის“ აეროპორტის მშენებლობა უკვე 80%-ითაა დასრულებული.

ახალი აეროპორტი გახდება სიდიდით მეორე საჰაერო ნავსადგური თურქეთში მგზავრთა გადაადგილების თვალსაზრისით (სტამბულის აეროპორტის შემდეგ).

მერსინი არის ქალაქი, რომელიც მდებარეობს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, დაახლოებით 1,765,800 მოსახლით. ქალაქი ცნობილია თავისი პალმებით შემოსაზღვრული სანაპირო ბულვარებით, პარკებით, ევროპული სტილის სასტუმროებით, სავაჭრო ცენტრებითა და თავისუფალი სავაჭრო ზონით.