უპირველესად, მინდა, ახალ თანამდებობაზე დანიშვნა კიდევ ერთხელ მივულოცო და წარმატებები ვუსურვო ბატონ ირაკლი ქარქაშაძეს, – ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თეა ზაქარაძემ ირაკლი ქარქაშაძეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უმასპინძლა. აეროპორტების გაერთიანების ახალმა ხელმძღვანელმა დაათვალიერა აეროპორტის ინფრასტრუქტურა, ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, სახანძრო-სამაშველო სამსახური, საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურების ახალი ტექნიკა და გამგზავრების ტერმინალი.
„დღეს ჩვენ ვუმასპინძლეთ ირაკლი ქარქაშაძეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ძალიან მოხარულები ვართ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე ირაკლი შემოუერთდა აეროპორტების გაერთიანების გუნდს და მას უხელმძღვანელებს. მოგეხსენებათ, მიმდინარეობს მუშაობა მასტერპლანზე, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების განვითარების გენერალურ გეგმაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი პარტნიორი იყოს გამოცდილი, ავიაცია მისთვის არ იყოს რაღაც ახალი და ზუსტად ასეა ირაკლი ქარქაშაძის შემთხვევაში. მე მას კიდევ ერთხელ ვუსურვებ წარმატებებს“, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.
მთავარი აეროპორტები მიმდინარეობს მუშაობა თბილისისა და ბათუმის აეროპორტების განვითარების გეგმაზე და მნიშვნელოვანია, ჩვენი პარტნიორი...