ყველა, ვინც მაისის ბოლომდე შერჩეული 10 მიმართულებიდან ერთ-ერთზე ცალმხრივი ან ორმხრივი მგზავრობის ბილეთს დაჯავშნის, დამატებით მილების 30%-ს მიიღებს. შერჩეულ მიმართულებებს შორისაა მანჩესტერი, ლიონი, დუბროვნიკი, ქუვეითი, ბუქარესტი, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, თბილისი, ნახიჭევანი, დოჰა და ბიშკეკი.
კამპანიის წესების თანახმად, შეთავაზება მოქმედებს 23-31 მაისის პერიოდში შეძენილ ბილეთებზე, ხოლო მოგზაურობის პერიოდია 23 მაისი – 7 ივლისი.
სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, დამატებით 30% მილები Miles&Smiles სისტემის წევრებს ფრენიდან 1 კვირის განმავლობაში დაერიცხებათ. კამპანია ბილეთების კლასების შესაბამისად დაჯილდოებას არ მოიცავს. შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ Miles&Smiles სისტემის წევრებისთვის. შეთავაზება ვალიდურია მხოლოდ იმ ფრენებთან მიმართებაში, რომელსაც ოპერირებას უწევს Turkish Airlines-ი. კამპანიის ფარგლებში გათვალისწინებული პრივილეგიით ვერ ისარგებლებენ Turkish Airlines-ის კოდის გაზიარებით (ე.წ codeshare) შესრულებული რეისების, Star Alliance-ის პარტნიორი ავიახაზების და AnadoluJet-ის მგზავრები.