აჭარის მთავრობა რეგიონში MICE ტურიზმის განვითარების პროექტზე მუშაობს, რისთვისაც „საგადასახადო კოდექსში“ გარკვეული ცვლილებების შეტანა გახდება საჭირო. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე განმარტავს, მათი მხრიდან კონცეფცია უკვე შემუშავებულია და ამ ეტაპისათვისცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მიდის მუშაობა, რათა აჭარაში და ზოგადად საქართველოში MICE ტურიზმი კიდევ უფრო განვითარდეს.

როგორც ცნობილია საკანონმდებლო დონეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, აჭარა შეეცდება კონკრეტულ კომპანიებს, რომლებიც რეგიონში კორპორატიულ და წარმომადგენლობით ოფისების გადაიტანენ პროგრესული საგადასახადო შეღავათები შესთავაზოს.

თავად პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტურიზმთან დაკავშირებულ ინიციატივებს შემოდგომისთვის აანონებს.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქებურია ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა და დარგში არსებულ პრობლემებსა თუ გამოწვევებზე ინფორმაცია პირველწყაროდან მიიღო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას სასარგებლო და დადებითი შედეგის მომტანი უწოდა.

„ჩვენ მოვისმინეთ და ვაპირებთ ვიმოქმედოთ მათი რეკომენდაციების მიხედვით ბევრ საკითხთან დაკავშირებით,“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ტურიზმის სექტორისთვის პროფესიული კადრების მომზადების გაუმჯობესება, ტურისტული კომპანიების დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციების გამარტივება, ტურისტული ტრანსპორტის რეგულირება და სხვა.