ქვევრის გახსნის რიტუალი – ახალი სერვისი ქართულ ბაზარზე. აჭარული ღვინის სახლი ერთ-ერთი პირველია იმ ტურისტულ დესტინაციებს შორის, რომელებიც ამ უნიკალურ სერვისს სთავაზობს, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მომხმარებლებს.

ეს სიახლე განსაკუთრებით მოსწონთ მექორწილეებს. წყვილი სტუმრების თანდასწრებით ხსნის სახელობით ქვევრს.

რიტუალი ამაღლებს განწყობას, ორშიმოთი დაგემოვნებულ ღვინოს კი სულ სხვა ემოციები მოაქვს, იგი ქმნის ქართულ-ტრადიციულ გარემოს და დაუვიწყარ მოგონებებს სტუმრებსა და ვიზიტორებს შორის.

შატოს ტიპის რესტორანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დესტინაციაა აჭარაში. წელიწადში ვიზიტორების რაოდენობა 100 000 -ს აჭარბებს. იგი მოიცავს ვენახს, ღვინის ქარხანას, ენოთეკას, მარანს კასრებითა და ქვევრებით, ეთნოგრაფიული ელემენტებით გაწყობილ დარბაზებსა და ღია და დახურულ სარესტორნო სივრცეებს. მენეჯმენტის განცხადებით, სწორედ ქვევრის გახსნის რიტუალზე დასასწრებად ლიტვიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან უკვე არის ჯავშნები.

წყვილები ჩამოსვლას და ქორწინებას გეგმავენ ოქტომბერ-ნოემბერში.

აჭარული ღვინის სახლს შეუძლია ერთდროულად 500-კაციან ღონისძიებებს მოემსახუროს. სექტემბრის შუა რიცხვებიდან ექსპლუატაციაში შევა 300 კაციანი დარბაზი სხვადასხვა წვეულებებისათვის

ცნობისათვის, გასულ წელს ,,მარდი ჰოლდინგმა“ შეიძინა აჭარული ღვინის სახლი და თვის თავზე აიღო ტურისტული დესტინაციის მართვა და ღვინის წარმოება. სამშენებლო დეველოპერული კომპანია ,,მარდი ჰოლდინგი“ თითქმის 25 წელია ,მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. ის აერთიანებს: სამშენებლო, საპროექტო, ტურისტულ, გადამზიდდა უძრავი ქონების კომპანიებს, ღვინისა და სიგარის საწარმოებს, ასევე ოპერირებას უწევს სასტუმრო და სარესტორნო კომპლექსებს.