ამერიკული ავიაკომპანიის ბორტზე მგზავრს, რომელმაც სპეც კვება შეუკვეთა, 16 თვის წინ დამზადებული კერძი შესთავაზეს, წერს The Sun-ი.
დალასიდან ლონდონის მიმართულებით გაფრენამდე ავიაკომპანიის მგზავრმა სპეციალური მენიუ: ვეგეტარიანული წითელი კარი, ბოსტნეულითა და ბრინჯით, შეუკვეთა. როდესაც მგზავრს ფრენისას მენიუ მიართვეს, მან ის შეფუთვაზე საკვების დამზადების თარიღს დააკვირდა და აღმოაჩინა, რომ ის 2018 წლის 11 თებერვალს იყო გამოშვებული. ანუ კერძი 16 თვის უკან იყო დამზადებული.

მგზავრმა ბორტგამცილებელს უხმო და საკვების ვადის შესახებ აცნობა და პასუხიც მოსთხოვა. თუმცა ეკიპაჟის წევრებმა მგზავრს აუხსნეს, რომ მსგავსი კერძების შენახვა, გაყინულ მდგომარეობაში, 1 წელზე მეტი ვადით ხდება, თუმცა კომპანია მუშაობს იმაზე, რომ ეს ვადა 60 დღემდე შემცირდეს. ავიაკომპანიის თანამშრომლებმა მგზავრს, სურვილის შემთხვევაში, სხვა მენიუ შესთავაზეს, რაზეც ის დათანხმდა.

ფრენის შემდეგ მგზავრმა ავიაკომპანიის სახელზე საჩივარი დაწერა, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია.