ევროპაში ავიარეისების კიდევ უფრო დაგვიანებებს პროგნოზირებენ. აქამდე ამ პრობლემის მოგვარებისთვის გადადგმული ნაბიჯები მეტ-ნაკლებდ უშედეგო აღმოჩნდა. გასულ წელს ევროპაში საჰაერო მიმოსვლა3.8%-ით გაიზარდა. წლის განმავლობაში ევროკავშირის ავიადისპეჩერებმა მთლიანობაში 19,1 მლნ წუთის დაგვიანების გენერირება მოახდინეს, რაც თავის მხრივ 2-ჯერ მეტია 2017 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. დაგვიანების უმეტესობა კი სწორედ ზაფხულის სეზონზე მოდის.

Eurocontrol-ის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში დაგვიანებების 60.4%-ი გამტარუნარიანობის დეფიციტსა და თანამშრომელთა რიცხოვნებას უკავშირდება, 25.3%-ი უამინდობას, ხოლო დარჩენილი 14.3%-ი სხვადასხვა მიზეზებს უკავშირდება.

Eurocontrol-ი გაფრთხილებას იძლევა, რო მიმდინარე ზაფხულში დაგვიანებები კიდევ უფრო გაიზრდება. მათი მონაცემებით რეისების დაგვიანების საშუალო მაჩვენებელი შესაძლოა 30-35 წუთამდე გაიზარდოს.

კომპანია OAG-ში რომელიც მსგავსი მონაცემების ანალიზს აკეთებს, აცხადებენ, რომ ევროპის ცა მგზავრთა მრავალიცხოვნებით გამოირჩევა ვიდრე აშშ-ს ცა. იმავდროულად მზარდი ტრაფიკის პირობებში პრობლემის მოგვარების გზებიც არ ჩანს.