ავიაკომპანიებს, რომელთა ფრენები COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით გაუქმდა მგზავრებისთვის კომპენსაციის გადახდა რეგულარული ფრენების აღდგენიდან 2 თვის განმავლობაში მოუწევთ. აღნიშნული საკითხი სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის №90 ბრძანებით რეგულირდება.
„ავიაგადამზიდველები, რომელთა ფრენები გაუქმდა ახალი COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს და შესაბამისი უცხო ქვეყნის (ქვეყნების) მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, გათავისუფლდნენ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 ივლისის №122 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის“ მე-7, მე-8 და მე-9 მუხლების მოთხოვნებისგან. აღნიშნული შეღავათი მოქმედებს საქართველოს და შესაბამისი უცხო ქვეყნის (ქვეყნების) მიერ რეგულარული ფრენების აღდგენის თარიღიდან 2 თვის განმავლობაში“, აღნიშნულის ლევან კარანაძის მიერ გამოცემულ ბრძანებაში.
რაც შეეხება მგზავრს, რომლის ფრენაც COVID-19-ის პრევენციის ფარგლებში გაუქმდა უფლება აქვს შეცვალოს ბილეთში მითითებული მგზავრობის თარიღი მისი სურვილისამებრ, დამატებითი ანაზღაურების გარეშე, ან მოითხოვოს გამოუყენებელი ბილეთის საფასურის ანაზღაურება, საქართველოს მიერ რეგულარული ფრენების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ.