ლონდონის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმადაც დაადგინა, რომ ბუს ფრთებმა შესაძლოა ახალი, ჩუმი თვითმფრინავების შექმნას დაუდოს საფუძველი. ბუს ფრთებზე აქვს პატარა ბუმბული, რაც ამ ფრინველის ფრენას შედარებით ჩუმს ხდის. ისინი მნიშვნელოვან აეროდინამიკურ ფუნქციას ასრულებენ და ეხმარებიან ბუებს ჰაერის ნაკადების მართვაში.
ეს აღმოჩენა შეიძლება გამოყენებულ იქნას საჰაერო ხომალდის კონსტრუირების დროს – ბუს ფრთის განსაკუთრებული ბოჭკოები ფრენის ჩუმ რეჟიმში განხორციელებას შეუწყობს ხელს, ამბობენ მკვლევარები.