მეტეოროლოგიური პირობების გამო ისრაელის ავიაკომპანია EL AL-ის საჰაერო ხომალდი, რომელიც თელ ავივი-ბათუმის რეისს ასრულებდა, ბათუმის ნაცვლად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. როგორც AviaNews-ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ცუდი ხილვადობის გამო ვერ დაეშვა, სწორედ ამიტო მარშუტი შეცვალა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა, საიდანაც მალე ბათუმის მიმართულებით შეასრულებს ფრენას და მგზავრების აყვანას.
მთავარი ავიაკომპანიები მეტეოროლოგიური პირობების გამო EL AL-ის საჰაერო ხომალდი ბათუმის ნაცვლად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა