მექსიკაში პუერტო-ტულუმში ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტი 2023 წლის დეკემბერში დასრულდება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა განაცხადა.
ტულუმში საჰაერო ნავსადგურის მშენებლობა, მექსიკელი ინჟინრებისა და არქიტექტორების ხელმძღვანელობით, 2020 წელს დაიწყო, თუმცა მისი საჭიროება დღის წესრიგში 2015 წელს დადგა, როდესაც მოგზაურებს შორის ამ კურორტის პოპულარობა გაიზარდა.
ტულუმი მდებარეობს რივიერა მაიაში, იუკატანის ნახევარკუნძულზე კარიბის ზღვის სანაპიროზე.
სხვათა შორის, 2015 წელს ტულუმს თავისი ბუნების, სუფთა პლაჟებისა და უძველესი არქიტექტურისთვის Magic City-ს (“ჯადოსნური ქალაქი”) სტატუსი მიენიჭა, რამაც ტურისტული ინდუსტრიის აქტიური განვითარება განაპირობა.
ახალ აეროპორტს ექნება რამდენიმე ტერმინალი, თანამედროვე პასპორტ კონტროლის სისტემა, ბარგის გატანის 2 ადგილი, კაფეები და კომფორტული მოსაცდელები. ამ აეროპორტიდან ფრენები განხორციელდება არა მხოლოდ მექსიკის ქალაქებში, არამედ მსოფლიოს 100-ზე მეტ აეროპორტში.