აშშ-ში მეგან მარკლის ორეული ცხოვრობს, რომელიც ავიაკომპანია JetBlue-ში მუშაობს და ბორტგამცილებელია.
კრისტინ მატის მეგან მარკლში 2011 წლიდან ეშლებათ, ანუ მას შემდეგ რაც მეგან მარკლი სერიალ “ფორსმაჟორში” გამოჩნდა. თუმცა კრისტინ მატის მიმართ ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც მეგან მარკლი პრინც ჰარის შეყვარებული გახდა.
ხშირად მარკლის ფანები მატის მოსვენებას არ აძლევენ და ხშირად შეცდომით აჩერებენ. იყო შემთხვევა, როდესაც ამა თუ იმ აეროპორტმა კრისტინ მატის პასპორტი დეტალურად შეამოწმა.
“მგზავრები ხშირად მეკითხებიან, თუ რატომ ვმუშაობ ბორტგამცილებლად, თუ კი პრინცის ცოლი ვარ. ასეთი კითხვით ძალიან ხშირად მომმართავენ. თუმცა მე ეს არ მწყინს. მეგანი შესანიშნავი ქალია. მე მერიდება კიდეც, რომ მას მადარებენ”, განმარტავს კრისტინ მატისი.