ანტალიის 350 წლიანი არქიტექტურული საოცრება: „ღილისებრი სახლები”
თურქეთი გარდა მისი უნიკალური ბუნებისა, ქვეყნის რეგიონული კულტურის სიმდიდრით, მდგრადი მოგზაურობის ადგილითა და დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მისი უნიკალური მემკვიდრეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი ქვეყნის ადგილობრივ არქიტექტურულ ძეგლებშია აღმოჩენილი. აღსანიშნავია „ღილისებრი სახლი”, რომელიც თურქეთის ტრადიციული ნაგებობებიდან ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო კულტურულ ძეგლად ითვლება. ეს თვალწარმტაცი ხის და ქვის სახლები მდებარეობს თურქული რივიერას შუაგულში – ანტალიაში, სოფელ ორმანაში, კუროს მთების ძირში.
სოფელ ორმანას უნიკალური და ტრადიციული ნაგებობები
ანტალიის ნაგებობებიდან საყურადღებოა „ღილისებრი სახლები”, რომელიც თურქეთში ადგილობრივი არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე კარგ მაგალითს წარმოადგენს. სოფელ ორმანასა და მის შემოგარენში სამასამდე მსგავსი ტიპის სახლია. აღნიშნული სახლები, რომლებსაც შერეული კონსტრუქცია აქვს ხის კარკასის კონსტრუქციის სისტემითა და ქვის კედლებით, აშენებულია ქვის ხსნარის გამოყენების გარეშე. სახლი შედგება რეგიონში არსებული კედრისა და კატრანის ხეებისგან მიღებული ხის ჩარჩოსგან, რომელზეც დაწყობილია ქვები და აშენებულია კედლები.
მიღებულ სტრუქტურებს კი უწოდებენ „ღილისებურ” სახლებს, რადგან ხის ჩარჩოს ხილული ნაწილები ჰგავს ღილებს. აღნიშნულ შენობებს გააჩნიათ შესანიშნავი მიწისძვრის წინააღმდეგობა, რადგან ნიადაგის ნებისმიერი რყევის დროს ქვები შიგნით მოქნილად გადაადგილდებიან. ასევე, შენობები მგრძნობიარეა კლიმატის მიმართ: სახლებს აქვს სქელი კედლები, რაც ზამთარში შიგნით არსებულ სივრცეს ათბობს, ზაფხულში კი აგრილებს. ამ ტიპის სახლები, რომლებსაც ანადოლუს სხვა ტერიტორიაზე ვერ ნახავთ, შედგება ორი სართულისგან. მიწისქვეშა სართულები ტრადიციულად, სასოფლო-სამეურნეო საჭიროებისთვის – ბეღელად ან თივის შესანახად, ან და მეცხოველეობისთვის გამოიყენებოდა.
ზოგიერთი „ღილისებრი სახლი” დღეისათვის ბუტიკ სასტუმროდ არის გადაქცეული. სოფელ ორმანაში ვიზიტის დროს უნდა დარჩეთ ამ სასტუმროში, რათა შეიგრძნოთ იქაური სივრცე და განიცადოთ ის უნიკალური ცხოვრების წესი, რაც ამ ტერიტორიაზე არსებობს.
ეკოგამოცდილება
სოფელი ორმანა ყველას იზიდავს თავისი ბუნებრივი და ისტორიული ძეგლებით, მათ შორის „ღილისებრი სახლებითაც“. ბუნებისადმი კეთილგანწყობილ ისეთ აქტივობებთან ერთად, ( ბოტანიკური ტურიზმი), როგორიცაა ველური ბუნების ნახვა, საფარი ტურები და სხვ. მრავლადაა ასევე ლაშქრობა და მღვიმეობა რეგიონში, რომლებიც ტურიზმის წინსვლასა და განვითარებას უზრუნველყოფს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყოველწლიურად სექტემბერში ორმანა ყურძნის ფესტივალს მასპინძლობს. თუ სექტემბერში ამ სოფლის მონახულებას აპირებთ, შეგიძლიათ დაესწროთ ფესტივალს, დააგემოვნოთ მისი ყურძენი და რეგიონში ყურძნის მოშენების წესს გაეცნოთ.
კულტურული და ეკოლოგიური მემკვიდრეობა
ალტინბეშიკის მღვიმე და ეინიფის დაბლობი აღნიშნულ სოფელსა და მის შემოგარენში ბუნებრივ სიმდიდრეებს შორის მოიაზრება. საგულისხმოა, ტრავერტინის, სტალაქტიტისა და სტალაგმიტის წარმონაქმნები ალტინბეშიკის გამოქვაბულში, სადაც თურქეთში ყველაზე დიდი, მსოფლიოში კი სიდიდით მე-3 ადგილზე მყოფი მიწისქვეშა ტბა მდებარეობს. 90 000 ჰა ფართობის მქონე ეინიფის დაბლობი ალტინბეშიკის გამოქვაბულის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიასა და ისტორიული აბრეშუმის გზაზე მდებარეობს. ეს ტერიტორია ახლა შეიძლება ითქვას, რომ ასობით ველური ცხენის სამყოფი ადგილია, რომლებიც თვალწარმტაც ხედს გვთავაზობენ. დაბლობზე მრავალი ისტორიული ნანგრევიდან სელჩუკთა ეპოქისდროინდელი “ტოლჰანია” (ხანის სასახლე) აღმოჩენილი. ასევე ერთ-ერთი უძველესი ქალაქი არის ერიმნა, რომელიც რომაული პერიოდით თარიღდება. უძველესი ქალაქის მონოლითური სვეტები, დამოუკიდებელი დასახლება, რომელსაც არასოდეს მოუჭრია საკუთარი ფული, შემორჩენილი იყო როგორც დიდი ქვებით აგებული სვეტოვანი ნაგებობის საძირკველი და ძველი თეატრის ნანგრევები.