მატებაა უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ის ავიაპარკშიც. ავიაკომპანიის ავიაპარკის, რომელიც ამ დრომდე 11 საჰაერო ხომალდს აერთიანებდა Boeing 737-900ER დაემატა. შესაბამისად უკვე პარკი მთლიანობაში აღნიშნული ტიპის 4 საჰაერო ხომალდს აერთიანებს. Boeing 737-900ER, რომლის ახალი ექსპლუატანტიც SkyUp Airlines-ია, 2008 წელსაა გამოშვებული და გათვლილია 215 სავარძელზე. აღნიშნული საჰაერო ხომალდის საბორტო ნომერია UR-SQL.