რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი (THY) საბორტო კვებას აბრუნებს. როგორც ავიაკომპანიის წარმომადგენელმა ბილალ ეკშმა Twitter-ის მიკრობლოგში დაწერა, 18 ივნისიდან საბორტო კვება ხელმისაწვდომია Turkish Airlines-ის ყველა საერთაშორისო რეისებზე. 

“მოგენატრათ თვითმფრინავში კვება? მსოფლიოში ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, საერთაშორისო ფრენებზე მოთხოვნით და რაც მთავარია, თქვენი თხოვნით, 18 ივნისიდან  ყველა საერთაშორისო მარშუტის ბორტზე კვებას ვაბრუნებთ”, – განაცხადა Turkish Airlines-ის ხელმძღვანელმა. 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს COVID-პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციებით 4 საათზე ნაკლები დროის რეისებზე საბორტო კვება დაშვებული აღარ იყო.