წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის მარტის თვეში, შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 245 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12 მილიონი აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ზრდა +5.3%. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
2019 წლის I კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა შეადგინა 578 მილიონი აშშ დოლარი, რაც 28 მილიონი აშშ დოლარით მეტია 2018 წლის I კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ზრდა +5%.