საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე არაბთა გაერთიანებული საემიროების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულება ისა ალბაშა ალნოაიმს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საავიაციო მიმოსვლის კუთხით არსებული მზარდი დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საავიაციო ხელისუფლებებს შორის დამყარებულ მჭიდრო თანამშრომლობას ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თავლსაზრისით.

მხარეებმა ასევე განიხილეს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ასამბლეაზე არაბთა გაერთიანებული საემიროების მიერ წარდგენილი კანდიდატურის მხარდაჭერის საკითხი, რაც დამატებითი კონსულტაციების საგანს წარმოადგენს.