ამერიკელი მევიოლინე იძულებული გახდა თვითმფრინავში მინი კონცერტი ჩაეტარებინა, რათა ინსტრუმენტის დასადებად ადგილი მოეპოვებინა. დაუგეგმავი კონცერტის მოწყობა მუსიკოსს Delta-ს ბორტზე მოუხდა.

როგორც ბოლოს გაირკვა, მევიოლინე გიორა შმუდტმა დააგვიანა და თვითმფრინავის ბორტზე უკანასკნელი ავიდა. ამ დროს კი ბარგისთვის განკუთვნილი სათავსოები სავსე იყო და მევიოლინემ ვიოლინოს დასადებად ადგილი ვერ იპოვა. მუსიკოსმა ბორტგამცილებელს დახმარება სთხოვა და აუხსნა, რომ ვიოლინოს ბარგში ვერ ჩააბარებდა.

თუმცა ვიოლინოსთვის ადგილი არსად არ ჩანდა. ბოლოს ბორგამცილებელმა გამოსავალი იპოვა და მგზავრებს კონცერტის სანაცვლოდ, მათი ბარგის სავარძლის ქვეშ განთავსება და ვიოლინოსთვის ადგილის დათმობა შესთავაზა.

როდესაც საჰაერო ხომალდი შესაბამის სიმაღლეზე ავიდა ბორტგამცილებელმა მუსიკოსს კონცერტის ჩატარების პირობა შეახსენა.

ჰაერში, თვითმფრინავში კონცერტის ჩატარება მუსიკოსისთვის ტურბულენტობის გამო მარტივი არ ყოფილა. თუმცა მევიოლინემ მოახერხა და ბახის მესამე სიმფონია დაუკრა.