მარიამ ქვრივიშვილსა და  სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ახალი გაიდლაინებისა  და წესების შესახებ სამუშაო შეხვედრა შედგა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა სასტუმროების, ტურისტული კომპანიების და შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად იმ ახალი გაიდლაინების შესახებ იმსჯელა, რომელიც იქნება სავალდებულოდ აღასასრულებელი  ინდუსტრიის  ყველა ბიზნესისა და მათ შორის სასტუმროებისთვის. ონლაინ  ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრაში ტურიზმის  სექტორის  40-ზე მეტი  წარმომადგენელი მონაწილეობდა.

შეხვედრამდე ტურიზმის ადმინისტრაციას  უკვე ჰქონდა დარგის წარმომადგენლებისთვის გაზიარებული დოკუმენტის  სამუშაო ვერსია. მარიამ ქვრივიშვილთან გამართულ ონლაინ შეხვედრაზე კი  დეტალურად მოხდა ინსტრუქციებისა და წესების შესახებ კონკრეტული მსჯელობა.   

ახალ ნორმებს  საქართველო  ერთ-ერთი პირველი დანერგავს. სასტუმროების მომსახურე პერსონალის აღჭურვილობა, ხშირი სადეზინფექციო სამუშაოები, დეზობარიერების არსებობა, სასტუმროებში დალაგების კუთხით სიახლეები, და სხვა ეს არასრული ჩამონათვალია იმ წესებისა  რომლის შესრულებაც  სასტუმროებს ყოველდღიურობაში მოუწევთ. 

„აღნიშნული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო იქედან გამომდინარე რომ კერძო სექტორს ჰქონდა საშუალება პირველად დოკუმენტს გაცნობოდა,  ჩვენ კი მათი კომენტარების მოსმენის შესაძლებლობა გვქონდა, რაც შეძლებისდაგვარად გავითვალისწინეთ კიდეც . უმთავრესია ბიზნესმა არათუ შეძლოს ახალ სტანდარტებზე ადაპტირება, არამედ მათ ასევე არ გაუჭირდეთ ბიზნეს ოპერირება. ამ პროცესში ძალიან ღირებულია კერძო სექტორის მოსაზრება. ახალი გაიდლაინების წინასწარ  გაცნობა ეხმარება ბიზნესს, რომ სწორი  მოლოდინები ჰქონდეთ და იცოდნენ რა სავალდებულო  რეგულაციები შემოვა ტურიზმის ინდუსტრიაში. ტურიზმის სექტორისთვის ახალი წესების შემუშავების  პროცესში ჩართულები არიან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ეპიდემიოლოგები. მომდევნო დღეებში ჩვენ სექტორს  საბოლოო ვერსიას წარვუდგენთ.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ონლაინ შეხვედრები ტურიზმის სფეროს ცალკეულ წარმომადგენლებთან გაგრძელდება, რომ დარგს სრული ინფორმაცია ჰქონდეს იმ წესების და უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ, რომელთა შესრულებაც ტურისტების მისაღებად მოუწევთ.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის მიერ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული ტურიზმის სექტორთან დაკავშირებული  გაიდლაინების პროექტი, საჯარო რამდენიმე დღეში  გახდება.