საქართველო რეგულარული ფრენებისთვის 1-ელი ივლისიდან გაიხსნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მორიგი NOTAM-ები გამოსცა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია 30 ივნისის ჩათვლი. 

“რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა მოქმედებს 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით (30.06.20).

NOTAM-ები (Notice to Airmen) კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესახებ (აქტიურია 14.05.20-დან)”აღნიშნულია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

NOTAM (Notice to Airmen) არის ტელეკომუნიკაციის საშუალებით გავრცელებული შეტყობინება ოპერირების, მომსახურების, წესების, საფრთხის, ასევე სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის.

როგორც ცნობილია, ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად, საჰაერო მიმოსვლის გახსნა, მთავრობის მიერ, 1-ელი ივლისიდან დაანონსდა. გაწერილი გეგმის თანახმად, ავიამომოსვლის აღდგენა მოხდება ეტაპობრივად. თუმცა მანამდე საავიაციო ხელისუფლებას და აეროპორტებს გარკვეული სამუშაოების წარმოება მოუწევთ. უფრო კონკრეტულად კი საჭირო და აუცილებელია უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვა, როგორც სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში, ისე აეროპორტებში.

უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან ოპერირების განახლებაზე და ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე. ასევე დაგეგმილია ევროკავშირის ქვეყნების თანამშრომლობაში საქართველოს ინტეგრირება და ამ ფონზე საერთაშორისო მარკეტინგული კამპანია „საქართველო – უსაფრთხო დანიშნულების ადგილი“- წარმოება.

როგორც ცნობილია, ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში ეპიდვითარების გათვალისწინებით, საქართველომ რეგულარულ ფრენებზე დაშვება უკვე მოთხედ, 1-ელ ივლისამდე გადაავადა. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ 20 მარტს გადაწყვეტილებები მიიღო და 21 მარტიდან, სრულად შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა და დაანონსა იმ მხოლოდ ავიარეისების განხორციელდება რომლებსაც, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, Georgian Airways-ი საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით განახორციელებს.