ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი რეგიონული დანიშნულების ავიახომალდების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის ATR – ის ვიცე-პრეზიდენტს ჯერომ გაბორის შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში კომპანიის ATR – ის რეგიონული დანიშნულების საჰაერო ხომალდების ოპერირებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილე ლევან ცხადაძე.