მარიამ ქვრივიშვილი “აჭარა ჯგუფს” მადლობას უხდის COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფოს გვერდით დგომისთვის.
“განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს “აჭარა ჯგუფის” მფლობელი, მმართველი გუნდი და ყველა ის თანამშრომელი რომელიც საქართველოს მთავრობას და ქვეყანას გვერდით დაუდგა ამ რთულ დროს – COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლაში. თითოეულმა მათგანმა უმაღლესი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა რაც უდიდეს წვლილს შეიტანს კორონავირუსის პრევენციის პროცესში“ – ასე გამოეხმაურა  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი “აჭარა ჯგუფის” გადაწყვეტილებას. 
“აჭარა ჯგუფმა” მმართველობაში არსებული ყველაზე მასშტაბური და მრავალ ოთახიანი სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“ ის სახელმწიფოს საკარანტინო ზონად დაუთმო.
26 მარტს, ვენა-თბილისის ჩარტერული რეისით სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს 181 მოქალაქე სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში განთავსდა სავალდებულო 14 დღიანი კარანტინის ფარგლებში. 
“ბორტზე მყოფი მგზავრები აეროპორტიდან სპეციალური ტრანსპორტითა და ჭადრაკისებური წყობით სასტუმროში “Holiday Inn Tbilisi”, სადაც მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტების სრულ შესაბამისობაში მყოფი ინფრასტრუქტურა და სერვისი დახვდათ“ – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.