დიდი ბრიტანეთის ბირმინგემის აეროპორტი შესაძლოა დროებით მორგად გადააკეთონ, სადაც 12 000 ცხედარს დაასვენებენ.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ კი ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გამო სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება და სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზრდება.

თავდაპირველად აეროპორტი 2 500 ცხედრის განთავსების საშუალებას იძლევა, თუმცა თუ სიტუაციამ მოითხოვა აეროპორტის ინფრასტრუქტურა გადალაგდება ისე, რომ დროებითმა მორგმა 12 000 ცხედარი დაიტიოს. ანუ გამოყენებული იქნება სატვირთო და სამგზავრო ტერმინალები და 2 ანგარი.

​”ჩვენ უარეისისათვის უნდა ვიყოთ მზად. მართალია არ გვსურს აეროპორტის ამ მიზნებისთვის გამოყენება, მაგრამ თუ მოგვიწევს ის მზად იქნება”, განაცხადა ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.