მანჰეტენის ფედერალური პროკურორების განცხადებით, სასამართლომ 90 მილიონი დოლარის ღირებულების „Airbus” თვითმფრინავის დაკავების ნებართვა გასცა. თვითმფრინავი სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ანდრეი სკოჩს ეკუთვნოდა.
რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, დუმის წევრს, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა პირველად სანქციები 2018 წელს დაუწესა. მიზეზი რუსეთის ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან სავარაუდო კავშირი იყო. აშშ-ის სახაზინო საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC), 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სკოჩის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა.
„ამერიკელმა სამართალდამცავებმა აჩვენეს, რომ საერთაშორისო თამაშები არ იქნება საკმარისი კორუფციისა და ფულის გათეთრების დასამალად“, – თქვა ენდრიუ ადამსმა, იუსტიციის დეპარტამენტის KleptoCapture-ის ფედერალურმა პროკურორმა, რომელიც ოლიგარქების აქტივების საქმეებს ხელმძღვანელობს.
შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა და ხაზინამ 16 მარტს REPO (Russian Elites, Proxies and Oligarchs) შექმნა, როგორც რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების ნაწილი. შეერთებული შტატების გარდა მის წევრებს შორის არიან ავსტრალია, ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია და ევროკავშირი.
REPO-ს გარდა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ამ მიზნით სააგენტოთშორისო სამუშაო ჯგუფი KleptoCapture (კლეპტოქაფჩერ) ჩამოაყალიბა.
წყარო: amerikiskhma.com