Flying Pikachu პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ტურიზმის განვითარებას იაპონიის კუნძულ ოკინავაზე, The Pokemon Company-მ იაპონურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Skymark-თან ერთად მეორე Pikachu Jet-ზე (Pikachu Jet BC2) განაცხადა.
30 მაისისთვის Skymark-მა დაანონსა, რომ Boeing 737-800NG (ნომრით JA73NG) მიიღებს სპეციალურ Pikachu Jet BC2 შეფერილობას, რომელშიც წარმოდგენილი იქნება საზღვაო პოკემონები: Waylord “გამოსახული თითქმის სიცოცხლის ზომაზე”, ისევე როგორც Magikarpa, Horsey, Yoshi და Sunnygo ზღვაზე.
როგორც პირველი ასევე მეორე Pikachu Jet-ით Skymark-ი 5 წლის განმავლობაში ოპერირებას მოახდენს ძირითადად მარშრუტებზე ოკინავადან / ნაჰა / შიმოჯიშიმაში.
2021 წლის 21 ივნისიდან Skymark  უკვე ახორციელებს ფრენებს პირველ Pikachu Jet-ით – Boeing 737-800-ით.
შეგახსენებთ, რომ იაპონიის თითოეულ რეგიონს მიენიჭა საკუთარი პოკემონის პერსონაჟი. Pokemon-ის სარეკლამო კამპანიაში კიდევ ერთი გადამზიდავი Solaseed Air  მონაწილეობს.