ავიაკომპანია Emirates-მა Airbus A380-ის გარე კორპუსის (ნომერი A6-EVK) ახალი დიზაინი წარმოადგინა, რომელიც “მომავლის მუზეუმს” (Museum of Future)  ეძღვნება, დუბაის უახლეს არქიტექტურულ ხატს, ღირსშესანიშნაობას და ინოვაციური კონცეფციებისა და იდეების ცენტრს.
ეს არის Emirates-ის ათიდან პირველი Airbus A380, რომელმაც მიიღო ახალი “მოგზაურობა მომავალში”.  აღნიშნული საჰაერო ხომალდი ფრენებს დუბაიდან ლოს-ანჯელესის მიმართულებით განახორციელებს. დარჩენილი ცხრა A380 თვითმფრინავი  კი მალე მიიღებს შესაბამის სტიკერებს “უახლოეს კვირებში”.

“მომავლის მუზეუმის” შენობა არის ინოვაციური და ფუტურისტული იდეოლოგიების, სერვისებისა და პროდუქტების საგამოფენო სივრცე, რომელიც მდებარეობს დუბაის ფინანსურ უბანში. ის ოფიციალურად 2022 წლის 22 თებერვალს გაიხსნა. მუზეუმის ფუტურისტულ შენობას წარმოადგენს ბეჭედს, რომელიც არაბული კალიგრაფიით საამიროს მმართველის ციტატებით არის დამშვენებული.