ჰამბურგში, ერთ-ერთ ავიაგამოფენაზე კომპანია Aviointeriors-მა ვერტიკალური სავარძლების ახალი პროტოტიპი წარმოადგინა. თუ კი ეს კონცეფცია იქნება გაზიარებული და დანერგილი, მაშინ მგზავრს ფრენა პრაქტიკულად ფეხზე მდგარს მოუწევს, წერს Lonely Planet.

თვითმფრინავების სავარძლების იტალიურმა მწარმოებელმა Aviointeriors-მა ვერტიკალური სავარძლების – Skyrider 3.0-ის პრეზენტაცია გამართა. ასეთი სავარძლებით ავიაგადამზიდავებს ბორტზე მგზავრების რაოდენობის ზრდა 20%-მდე შეუძლიათ. ეს კი Aviointeriors-ის ექსპერტების აზრით ავიაბილეთების გაიაფებას განაპირობებს. ვერტიკალური სავარძლები თავის მხრივ ორჯერ უფრო მსუბუქია, ვიდრე ეკონომ-კლასის ტრადიციული სავარძელი.

ვერტიკალური სავარძლები ძირითადად 3 საათამდე ფრენებზეა გათვლილი.