სტარტაპმა Volocopter-მა ფრანკფურტის აეროპორტთან თანამშრომლობით, მსოფლიოში პირველად აეროტაქსის პროექტის გაშვების შესახებ განაცხადა.
დაგეგმილია, რომ საჰაერო აპარატები მოხმარებელს საზოგადოებრივ ტრანსპორტის ძირითადი კვანძებთან დააკავშირებენ.
Volocopter- ეს არის მულტიკოპტერი, რომელიც 2 ადამიანის ტრანსპორტირებაზეა ორიენტირებული, რომელთა წონაც 160 კგ-ს არ აჭარბებს. აპარატს 27 კმ მანძილზე შეუძლია გადაადგილება
Volocopter-ის გამოხდა პირველად 2013 წელს მოხდა, ხოლო მგზავრთან ერთად კი – 2016 წელს. ცდები ძირითადად გერმანიის ტერიტორიაზე წარმოებდა, სადაც Volocopter-ის წარმოებაა განთავსებული და ასევე დუბაიში, რომლის მთავრობაც მალე აეროტაქსის სერვისის განვითარებას აპირებს.
მალე შესაძლოა ფრანკფურტის აეროპორტში აეროტაქტების ბაზაც კი შეიქმნას, საიდანაც მგზავრებს ქალაქის ცენტრში, ან რკინიგზის სადგურებზე გადაიყვანენ.