თურქულმა სატვირთო ავიაკომპანიამ Turkish Cargo-მ სიყვარულის დღესთან დაკავშირებით 4 ათასი ტონა ყვავილი გადაიტანა.

ავიაკომპანიამ ყვავილების დიდი პარტია ჩარტერული რეისით კენიის დედაქალაქიდან ეკვატორის დედაქალაქის მიმართულებით გადაზიდა.

კომპანია Turkish Cargo-მ გარდა ჩარტერულისა რეგულარული რეისებითაც მოახდინა ყვავილების ტრანსპორტირება. კომპანიის ბორტები თანამედროვე სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც ყვავილებს ცოცხლად ინახავს.

Turkish Cargo დღეისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრენდია. კომპანიამ 2018 წელს Turkish Cargo-მ მსოფლიოს 300 ქვეყნიდან 1.4 მლნ ტონა ტვირთი გადაიტანა.