მალაიზიურმა ავიაკომპანიამ თვითმფრინავის საკვების რესტორანი გახსნა. ავიაკომპანია AirAsia-მ გადაწყვიტა, რომ “ცაში კვება” “მიწაზეც” იყო შესაძლებელი და ამ ფონზე რესტორნი გახსნა. რესტორანში Santan ზუსტად ის მენიუა წარმოდგენილი რაც თვითმფრინავია ბორტზეა. ის კუალა ლამპურში მეგაკომპლექს Mid Valley-ის პირველ სართულზეა განთავსებული.კერძების ფასი რესტორანში ისეთივე ღირებულებისაა, რაც  AirAsia-ს ბორტზეა. უახლოესი 5 წლის განმავლობაში ავიაკომპანია კიდევ 4 რესტორნის გახსნას აპირებს.

და რაც მთავარია, ყველა რესტორანში იქნება “ჭკვიანი მენიუ”, ანუ კლიენტი მობილური ტელეფონის საშუალებით შეუკვეთს სასურველ მენიუს.