2022 წლის მაისში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 3%-ით გაიზარდა.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის მაისში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 1 379,398 ტონა შეადგინა, 2021 წლის მაისში კი 1 338,970 ტონა.
შესაბამისად ზრდა 3,02%-ია.
მაისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით ზრდა 80,56%-ა. 2020 წლის მაისში აეროპორტი 763,942 ტონა ტვირთს მოემსახურა.
2019 წლის მაისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 2 101,147 ტონა ტვირთი გაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის მაისში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვის 34,35%-იანი კლება დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.