ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Ryanair-მა აღმასრულებელ დირექტორს მაიკლ ო’ლირის კონტრაქტი 2028 წლის ივლისამდე გაუხანგრძლივა.

„მაიკლის ამოცანაა გაზარდოს ტრაფიკი წელიწადში 225 მილიონ მგზავრამდე ამ პერიოდის განმავლობაში და შეიმუშაოს ჯგუფის სტრატეგია დანარჩენი ათწლეულისთვის“, – თქვა ავიაკომპანიის  დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ სტენ მაკკარტიმ.

ო’ლირი Ryanair-ს 1994 წლიდან მართავს.