დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა „საქართველოს საჰაერო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიღების შედეგად აეროდრომის და ვერტოდრომის შექმნის, აგრეთვე მათი დაცვის არეში შენობა-ნაგებობების და დაბრკოლების შემქმნელი სხვა ობიექტების განთავსების საკითხი მოწესრიგდება.

„შემოთავაზებული ცვლილებით გასწორდება კანონში არსებული ხარვეზი, ასევე, შეიქმნება სამართლებრივი საფუძვლები კანონქვემდებარე აქტების მიღებისთვის“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

დეპუტატებმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.