A.P. Moller-Maersk-ს გლობალური საჰაერო ტვირთების გადამზიდავი კომპანია Senator International-ის შეძენა სურს. Senator International-ი 1984 წელს გერმანიაში დაფუძნდა და დღეს კომპანია აქტიურად ოპერირებს ევროპის, აზიის, სამხრეთ აფრიკისა და ამერიკის ბაზრებზე.
გარიგების ღირებულება 644 მლნ დოლარია. ანალიტიკოსებით ვარაუდით გარიგება სავარაუდოდ 2022 წლის პირველ ნახევარში დასრულდება, მას შემდეგ რაც შესაბამისი მარეგულირებელი კომპანიების შერწყმაზე თანხმობას განაცხადებს.
გარდა ამისა, Maersk-ი საკუთარი ფლოტის გაფართოებას 3 ერთეული B777F -ით და ორი ერთეული ახალი Boeing B767-300-ით გეგმავს.
ფლოტის მართვას Star Air-ი მოახდენს, რომელიც არის შიდა საჰაერო ოპერატორი და Maersk-თან ერთად 1987 წელს შეიქმნა.
Maersk-ში განმარტავენ, რომ საჰაერო ტრანსპორტს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს გლობალური მიწოდების ჯაჭვების მოქნილობა და დამკვეთებს შესთავაზოს ლოგისტიკური გადაწყვეტილებები იმ შემთხვევებში, როდესაც მიწოდების სიჩქარე გადამწყვეტია.
Maersk-ი ვარაუდობს, რომ საკუთარი საჰაერო ტვირთის დაახლოებით მესამედის ტრანსპორტირებას დამოუკიდებლად შეძლებს.
ამისათვის კი გამოიყენებს საკუთარ და იჯარით აღებულ თვითმფრინავებს, იგივე სქემის მიხედვით, როგორც ეს საზღვაო გადაზიდვების შემთხვევაშია.
დარჩენილი მოცულობების ტრანსპორტირებისთვის იგეგმება სტრატეგიული კომერციული გადამზიდავებისა და ჩარტერ-ოპერატორების მოზიდვა.