დუბაის ტურიზმისა და კომერციული მარკეტინგის კორპორაციასა DCTCM, რომელიც ასევე ცნობილია “ეწვიე დუბაის” (Visit Dubai), სახელწოდებით და ესპანეთის საფეხბურთო კლუბ „მადრიდის რეალს“ შორის ეპოქალური თანამშრომლობა იწყება. ორმა წამყვანმა ბრენდმა, საერთო ფასეულობებით, ამბიციითა და ერთნაირი მისწრაფებით სრულყოფისა და ინოვაციებისკენ, მრავალწლიანი თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. აღნიშნული პარტნიორობა უამრავ საინტერესო აქტივობას, უნიკალურ გამოცდილებას და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჰპირდება როგორც საფეხბურთო კლუბის ფანებს, ისე დუბაის ვიზიტორებს.
ახლადშექმნილი ალიანსი ძლიერი პლატფორმა იქნება და თანაბრად შექმნის ახალ შესაძლებლობებს ორივე ბრენდისთვის, ასევე მხარს დაუჭერს დუბაის იმ ამბიციურ გეგმებს, რაც დუბაის ახალგამოცხადებული ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგის – D33-ის ნაწილია.
გლობალური სპორტის სათავეში მსოფლიოს უდიდეს კლუბთან ერთად ყოფნა დუბაის ამბიციურ გეგმას უწყობს ხელს გაიმყაროს საპატიო ადგილი მსოფლიო ქალაქების სამეულში. პარტნიორობა, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო, ვრცელდება როგორც მადრიდის რეალის კაცთა საფეხბურთო და ქალთა საფეხბურთო გუნდებზე, ასევე სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონზე დუბაის ატმოსფეროს შეტანას, გულშემატკივრებისთვის დაუვიწყარი გამოცდილებისა და უმაღლესი სტანდარტების სერვისების მიწოდებას.
პარტნიორული შეთანხმების ოფიციალური ცერემონია მასშტაბური სპორტული კომპლექსის სიუდად რეალ მადრიდის ცნობილ წვეულებათა დარბაზში გაიართა. შეთანხმებას საზეიმო ვითარებაში მოაწერეს ხელი ისამ ქაზიმმა – დუბაის ტურიზმისა და კომერციული მარკეტინგის კორპორაციის DCTCM აღმასრულებელმა დირექტორმა და ფლორენტინო პერესმა – საფეხბურთო კლუბ მადრიდის რეალის პრეზიდენტმა. ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ სიუდად რეალ მადრიდის აღმასრულებელი დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესი და ემილიო ბუტრაგენიო – მადრიდის რეალის ლეგენდა და ამავე კლუბის ინსტიტუციური ურთიერთობების დირექტორი.
“მადრიდის რეალის” ინსტიტუციური ურთიერთობების დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ კომენტარში აღნიშნა: ჩვენ ვამაყობთ “Visit Dubai”-სთან ამ ახალი პარტნიორობით, რომელიც კლუბისთვის მიმართულების პირველი ოფიციალური პარტნიორია. დუბაი – ეს ის დანიშნულების ადგილია, რომელიც ისწრაფვის სრულყოფისკენ და ეს ფასეულობა გაზიარებულია კლუბის მიერ. მოხარულნი ვართ, წარვუდგინოთ დუბაი – ეს საინტერესო ტურისტული მიმართულება ჩვენს მილიონობით მადრიდისტას მთელი მსოფლიოდან “.
დუბაის ტურიზმისა და კომერციული მარკეტინგის კორპორაციის (Visit Dubai) აღმასრულებელმა დირექტორმა ისამ ქაზიმმა აღნიშნა: „მოხარული ვართ ახალი მოგზაურობა დავიწყოთ ჩვენს გლობალურ პარტნიორთან რეალ მადრიდთან ერთად. მსოფლიოს უდიდეს კლუბთან თანამშრომლობა ჩვენს საერთო ხედვასა და ღირებულებებზეა დაშენებული, რომლის თანახმად, თითოეული მიღწევა ახალი სიმაღლეების მიღწევის მოტივაციას ქმნის. ჩვენი მიზანია, მსოფლიოს უმსხვილეს ქალაქებს შორის გავამყაროთ დუბაის პოზიცია, ყველაზე ცნობილ კლუბთან ამ სტრატეგიული ალიანსით კი დუბაი კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ იგი საუკეთესო ქალაქია საცხოვრებლად, სამუშაოდ თუ დასასვენებლად“.
საჯარო-კერძო სექტორების ძლიერი პარტნიორობა დუბაის წარმატების საფუძველია, ეს ახალი კოლაბორაცია მრავალწლიან პარტნიორობაზეა დაფუძნებული, რომელიც კოპმანია Emirates-მა ჯერ კიდევ 2011 წლიდან განამტკიცა. ეს პარტნიორობა ასევე იდეალურად იქნება შერწყმული სამომავლოდ დუბაიში მდებარე მადრიდის რეალის თემატურ პარკთან, რომელიც, როგორც Dubai Parks and Resorts-ის ნაწილი, ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი თემატური პარკი იქნება და ქალაქის მრავალფეროვან დანიშნულების ადგილად პოზიციონირებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. პარკი მსოფლიოში პირველი იქნება, მადრიდის რეალთან დაკავშირებული სხვადასხვა ატრაქციონით, მუზეუმით, გასართობით, ფეხბურთის თამაშებით, საკვებისა და სასმელების მაღაზიებით და საცალო ვაჭრობის ადგილებით, სადაც მადრიდის რეალის ოფიციალური პროდუქტები, კლუბის დიდებულ ისტორიაზე სამახსოვრო ნივთები და სუვენირები გაიყიდება.
ისამ ქაზიმის განმარტებით, „სრულყოფილების, ლიდერობის, ნიჭისა და ინოვაციებისადმი ჩვენი ორმხრივი ერთგულებით მოუთმენლად ველით ერთობლივ წარმატებებს, რათა მსოფლიოს ვაჩვენოთ დუბაისა და კლუბ მადრიდის რეალის გამარჯვების სულისკვეთება“.
დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტის შესახებ:
დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტი (DET) მიზნად ისახავს დუბაის მთავრობის მხარდაჭერა გლობალურ ეკონომიკასა და ტურიზმში საამიროს კონკურენტუნარიანობის გაზრდაში, დუბაის, როგორც მსოფლიოს მოწინავე კომერციული ცენტრის, საინვესტიციო ჰაბისა და ტურისტული დანიშნულების ადგილის პოზიციონირებას ხელშეწყობა. DET ძალისხმევას მიმართავს დუბაის დივერსიფიცირებული, ინოვაციური და სერვისზე დაფუძნებული ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის, მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტების მოსაზიდად და პროდუქტიულობის ზრდის დასაჩქარებლად. ამასთანავე, DET მხარს უჭერს დუბაის აღქმას, როგორც საცხოვრებლად და სამუშაოდ მსოფლიოში საუკეთესო ქალაქისა, პოპულარიზაციას უწევს ქალაქს და წარმოაჩენს მასში ცხოვრების შესანიშნავ ხარისხს.
DET პასუხისმგებელია დუბაის ბიზნესისა და ტურიზმის სექტორების დაგეგმვაზე, ზედამხედველობაზე, განვითარებასა და მარკეტინგზე. ის ასევე პასუხისმგებელია ყველა ტიპის ბიზნესის, მათ შორის სასტუმროების, ტუროპერატორებისა და ტურისტული აგენტების ლიცენზირებასა და კლასიფიცირებაზე. DET-ის პორტფოლიო მოიცავს: დუბაის ტურიზმისა და კომერციული მარკეტინგის კორპორაციას (DCTCM), დუბაის ეკონომიკური განვითარების კორპორაციას (DEDC), დუბაის ბიზნესის ლიცენზიის კორპორაციას (DBLC), დუბაის ფესტივალებსა და საცალო ვაჭრობას (DFRE), დუბაის წარმოებასა და ექსპორტს, მომხმარებელთა დაცვისა და სამართლიანი ვაჭრობისთვის კორპორაციას (DCCPFT) დუბაის საინვესტიციო განვითარების სააგენტოს (Dubai FDI) და დუბაის მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე დუბაის ტურიზმის კოლეჯს (DCT), დუბაის კალენდარს და დუბაის ბიზნეს ღონისძიებებს.
Real Madrid Club de Fútbol
მადრიდის რეალი C.F. 121-წლიანი ისტორიის მქონე სპორტული კლუბია, რომელსაც მოგებული აქვს ყველაზე მეტი ევროპის თასი ფეხბურთსა (14) და კალათბურთში (11) . მადრიდის რეალი ფიფამ დააჯილდოვა, როგორც მეოცე საუკუნის საუკეთესო კლუბი. კლუბს ჰყავს მილიონობით გულშემატკივარი მსოფლიოს ყველა კუთხეში, მეოთხე წელია არის ევროპის ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბი. მეტი ინფორმაცია კლუბის შესახებ ხელმისაწვდომია www.realmadrid.com-ზე.