მადრიდის აეროპორტი (Barajas) ძირეულ რეკონსტრუქციას გეგმავს. რეკონსტრუქცია 2031 წლისთვის დასრულდება და ამ დროისათვის როდესაც ის გახდება ევროპის უდიდესი აეროპორტი.
პროექტი მოიცავს ტერმინალების გაფართოებას, ახალი ტექნოლოგიური შენობის მშენებლობას და სხვა ობიექტების მოდერნიზაციას, რაც გამტარუნარიანობას 28%-ით გაზრდის.
რეკონსტრუქციის დასრულებისთვის აეროპორტი წელიწადში დაახლოებით 90 მილიონი მგზავრის (50 მილიონის ნაცვლად) გატარებას შეძლებს. შედარებისთვის: ახლა ყველაზე დატვირთული აეროპორტია სტამბოლის აეროპორტი (64,3 მილიონი მგზავრი), ლონდონის ჰითროუს აეროპორტი (61,6 მილიონი), პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი (57,5 მილიონი) და ამსტერდამ შიპჰოლის აეროპორტი (52,5 მილიონი).