პროფკავშირი Verdi Lufthansa-ს სახმელეთო თანამშრომლებს კვლავ გაფიცვისკენ მოუწოდებს. აღნიშნული გაფიცვით მათ სურთ გაზარდონ ზეწოლა ავიაკომპანიის მენეჯმენტზე – სამუშაო პირობების გაუმჯობესების შესახებ მოლაპარაკებების ახალი ეტაპი ერთ კვირაში უნდა დაიწყოს.
გაფიცვის განრიგის მიხედვით, Lufthansa-ს თანამშრომლებმა უნდა შეწყვიტონ მუშაობა ხუთშაბათს (7 მარტი) დილის 4:00 საათიდან შაბათის (9 მარტი) დილის 7:10 საათამდე.
სავარაუდოდ, ფრენებთან დაკავშირებით პრობლემები იქნება.
Lufthansa-ს თანამშრომლების გაფიცვები უკვე შედგა 20 და 28 თებერვალს. სამგზავრო ფრენების უმეტესობა გაუქმდა, რაც დაახლოებით 100 000 ადამიანს შეეხო