ევროპის უდიდესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია EasyJet-მა თელ-ავივის მიმართულებით ფრენები  ოქტომბრის ბოლომდე გააუქმა.. ეს ხდება მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ, რაც ბრიტანული ავიაკომპანიის თანამშრომლებს უთხრეს, რომ მოემზადებინათ ფრენები ბენ გურიონში მარტის ბოლო დეკადისთვის.

KAN Hadashot-ის ცნობით, კომპანიამ დაიწყო ათასობით ბილეთის გაუქმება, რომელთა შეძენაც მომხმარებლებმა ოქტომბრის ბოლომდე ფრენებზე მოახერხეს.

ითვლება, რომ ეს საერთოდ არ არის დაკავშირებული უსაფრთხოების მდგომარეობასთან და ჩრდილოეთში დიდი ომის ალბათობასთან. როგორც ამბობენ, ფული და არაფერი პირადი: ისრაელს ჯერ კიდევ არ გაუხსნია ტერმინალი 1, სადაც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ომამდე ოპერირებდნენ, ხოლო ტერმინალ 3-ში მომსახურება ძალიან ძვირია.