Lufthansa ჯგუფში შემავალმა, ტურისტულ გადაზიდვებზე ორიენტირებულმა ახლადშექმნილმა ავიაკომპანია  Eurowings Discover-მა საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი მიიღო. ავიაგადამზიდავი მომავალი წლის შუა ნაწილიდან ბაზარზე 21 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით იქნება წარმოდგენილი.

Eurowings Discover-ის 100%-იანი წილის მფლობელი Lufthansa-ა და შვილობილი კომპანია ოპერირებას მოახდენს მოკლე, საშუალო და გრძელმაგისტრალურ ტურისტულ მიმართულებებზე. 

“ამბიციური მიზნის მისაღწევად ჩვენ ავიაკომპანია 1 წლის განმავლობაში შევქმენით”, -განაცხადა Eurowings Discover-ის ხელმძღვანელი ვოლფგანგ რაებირგერი.